ბათუმში, თამარის დასახლებაში ხმაური იყო.
ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ერთი ადამიანი არის დაკავებული. საქმე ეხება ე.წ. ბენზეს დასახლებაში, კერძო ტერიტორიას, სადაც სუპერმარკეტის მშენებლობა იგეგმება, რასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედანი არის მოწყობილი და მის დანგრევას ეწინააღმდეგებიან.
შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ, რომ ადგილობრივების მოთხოვნები გაითვალისწინოს. მოსახლეობის თქმით, წინა მთავრობის ხელმძღვანელები დაჰპირდნენ, რომ ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედანი დარჩებოდა.