ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს

ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს

21-12-2025 10:55
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 149

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 2006 წელს დაბადებულ გ.კ. -ს დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. პოლიციამ გ.მ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე