ბათუმში, ზღვაში მამაკაცს ეძებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მაშველები არიან მობილიზებული და ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ზღვაში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ უწყებაში შეტყობინება ცოტა ხნის წინ შევიდა.
სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც არიან ჩართული.