ბელგიამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ნავთობტანკერი დააკავა. ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა.  „ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩვენი შეიარაღებული ძალები, საფრანგეთის თავდაცვის მხარდაჭერით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილ ნავთობტანკერზე ავიდნენ“, - განაცხადა ფრანკენმა კვირას დილით X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 15

ბელგიამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ნავთობტანკერი დააკავა. ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩვენი შეიარაღებული ძალები, საფრანგეთის თავდაცვის მხარდაჭერით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილ ნავთობტანკერზე ავიდნენ“, - განაცხადა ფრანკენმა კვირას დილით X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამავე ცნობებით, გემი ამჟამად ზებრიუგეს პორტში გადაჰყავთ, სადაც მას ჩამოართმევენ.

ამასთან, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გარეშე პუტინს არ შეუძლია ომის წარმოება უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ.

„ამიტომ, ჩვენ ამ გემებს ერთმანეთის მიყოლებით ვაშორებთ. სანამ მისი აგრესიის ომი არ შეწყდება“, - აღნიშნა ფრანკენმა და დასძინა, რომ ბელგია სერიოზულად ეკიდება თავის პასუხისმგებლობას.

ბელგიელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჩამორთმეულ გემი „ეთერა“ ევროკავშირის სანქციების სიაშია.

ფაქტს X-ზე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მას ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისთვის „დიდი დარტყმა“ უწოდა.

„ჩრდილოეთის ზღვაში, საფრანგეთის საზღვაო ძალების ვერტმფრენები გუშინ ღამით ბელგიის ძალებს დაეხმარნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ნავთობტანკერზე ასვლაში.

ევროპელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სანქციების აღსრულებით შეწყვიტონ რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყაროები უკრაინის წინააღმდეგ“, - დაწერა მაკრონმა.

ისრაელის ქალაქ ბეით-შემეშში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, რაკეტა ქალაქის საცხოვრებელ უბანში დაეცა.  მედიკოსების თქმით, საავადმყოფოებში 23 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია, სამი საშუალო სიმძიმის, ხოლო 18 მსუბუქად არის დაშავებული.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. „ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ამ დროისთვის 167 რაკეტა და 541 ირანული დრონი მოიგერია. ირანის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - პაკისტანის, ნეპალისა და ბანგლადეშის მოქალაქეები“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე