ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

03-12-2024 16:57
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 455

ყოფილი პარლამენტარი, ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს გამოსცა.

დავითულიანი მე-10 მოწვევის პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო.

კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნულ მინისტრს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს შალვა გოგოლაძე იკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მთავრობის ახალი კაბინეტის პირობებში პოსტი შეინარჩუნა ძველმა მოადგილემ, მაკა გურგენიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე