ბორჯომში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

ბორჯომში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

18-06-2025 15:41
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 599

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

„ბორჯომში, მოქალაქე 5,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია და მასალები, რომლებიც შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გაიგზავნა.

სოფელ ყვიბისის მიმდებარედ კი, გამოვლენილია 2 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყისა (მორი) და 7,55 კუბური მეტრი მოცულობის  საშეშე ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე