📍 "ბრალს არ ვაღიარებ, ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს, გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს - ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ!" - ელისო კილაძე

📍 "ბრალს არ ვაღიარებ, ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს, გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს - ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ!" - ელისო კილაძე

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 24

📍 "ბრალს არ ვაღიარებ, ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს, გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს - ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ!" - ელისო კილაძე

💬 "„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემ მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია. ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემ მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობით.

ამ კვირაში ვაპირებდი გლდანის ციხის დირექტორისა და სუს-ის თანამშრომლის, სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს. რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის „ქოლცენტრების“ მხილებაში. (კონკურენტებს ანადგურებსო).

ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში „ქოლცენტრების“ არსებობა ვიცოდი. დასახლებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად. ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა - ბრძოლა იქნება ბოლომდე! ოჯახს გამძლეობა“, - აღნიშნულია ელისო კილაძის წერილში, რომელსაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე