ჩაქუჩით ჩამტვრეული სახის ძვლები - სოფელ ერედაში 29 წლის კაცი თანასოფლელებს სასტიკად გაუსწორდა

ჩაქუჩით ჩამტვრეული სახის ძვლები - სოფელ ერედაში 29 წლის კაცი თანასოფლელებს სასტიკად გაუსწორდა

25-05-2025 12:57
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 1757

ჩაქუჩით ჩამტვრეული სახის ძვლები და ცულით დაჩეხილი ფეხები - სოფელ ერედაში 29 წლის კაცი თანასოფლელებს სასტიკად გაუსწორდა. 

ირკვევა, რომ თანასოფლელები ერთ-ერთი მეზობლის ბინაში იყვნენ შეკრებილები, სადაც მათ 29 წლის კაცი გუგა ფოცხვერაშვილი მიუვარდათ და ორ მამაკაცს უმიზეზოდ ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. 

როგორც მასპინძელი და საქმის ოქროს მოწმე ყვება, თავდაპირველად თავდამსხმელი ფიზიკურად მას გაუსწორდა, გათიშა და შემდეგ უკვე კობა ჭეიშვილს და კობა ტეზელაშვილს ცულის და ჩაქუჩის გამოყენებით გაუსწორდა.

58 წლის კობა ჭეიშვილის და კობა ტეზელაშვილის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" ცდილობენ.

"ჩემი მეუღლე მძიმე მდგომარეობაშია. წევს მცხეთის საავადმყოფოში. სახლის ძვლები აქვს სულ ჩამსხვრეული, არცერთი ძვალი არ არის მთელი. გუშინ გაუკეთდა ოპერაცია. მიმდინარეობდა 8 საათი ეს ოპერაცია. როგორც ექიმმა თქვა, როგორც შევძელით ავკინძეთ ეს პატარ-პატარა ძვლებიო. ასე გავიგე, რომ ჰქონდა ჩაქუჩი, სამზარეულოს რაღაც მოწყობილობა და სახეში აქვს ნარტყამი, - ამბობს დაზარალებულის მეუღლე. "

საზარელი დანაშაულის შესახებ ყვება კიდევ ერთი ადგილობრივი. ამბობს, რომ ადამიანები ისე იყვნენ ნაცემი, რომ მათ ცნობა შეუძლებელი იყო.  

"ეს პიროვნება, ეს გუგა, იდგა ბირჟაზე ბიჭებთან და ერთ-ერთის ძმისშვილიც ამ ბიჭებთან ერთად იდგა, როცა ვიღაცა ბავშვმა აღმოაჩინა, რომ ესენი იყვნენ ნაცემები და ვერ იცნო. ისე სცემა, რომ არცერთს სახე აღარ ეტყობოდა. როდესაც ვიღაც ბიჭი შევიდა იქ, დაინახა, რომ ვიღაცეები დაბლა იწვნენ, აღმოაჩინა ეს ნაცემი ხალხი, ვერცერთი ვერ იცნო, ისეთ მდგომარეობაშ ჰქონდათ სახეები, თავში და სახეში, მეორეს ფეხები მომტვრეული, თავის ქალა ჩამტვრეული, ჰემატომები აქვთ ორივეს" - ყვება ადგილობრივი. 

განაგრძეთ კითხვა



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე