დაკავებულია „ნაცმოძრაობის“ წევრი კახა კვაჭანტირაძე

დაკავებულია „ნაცმოძრაობის“ წევრი კახა კვაჭანტირაძე

17-10-2025 13:19
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 226

დღეს, დილის საათებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი დააკავეს - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში სამოქალაქო აქტივისტი სიმონ მახარაძე და ქალაქ ოზურგეთში კახა კვაჭანტირაძე.

კახა კვაჭანტირაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მას ედავებიან პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევას. „დილის ხუთ საათზე დაადგენ თავზე და აიყვანეს. ზუსტად არ ვიცით, რა არის მისი დაკავების მიზეზი. როგორც ამბობენ პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწიაო. ეს არის ჩვეულებრივი ტერორი და ადამიანების დაშინება.“ – გვითხრა ბესო ქათამაძე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე