დავით მორგოშია ბორჯომსა და ხაშურში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს შეხვდა

დავით მორგოშია ბორჯომსა და ხაშურში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს შეხვდა

24-02-2025 18:16
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 548

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, დავით მორგოშია ბორჯომსა და ხაშურში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მინისტრმა დევნილებს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო და მათგან განათლების მიმართულებით არსებული საჭიროებები მოისმინა.

„შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა, ასევე, დევნილების სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, გრძელდება აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიზანი დევნილების საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული პროექტების განხორციელებაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე