დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე - ყველგან, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა - საქართველოში გერმანიის საელჩო

დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე - ყველგან, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა - საქართველოში გერმანიის საელჩო

13 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

თავისუფალი პრესის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

პოსტში აღნიშნულია, რომ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს გერმანიის საელჩო მადლობას უხდის მედიის ყველა წარმომადგენელს მათი საქმიანობისთვის. მათივე განმარტებით, იქ, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა.

„პრესის თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას და ყველა დემოკრატიის ქვაკუთხედს.

დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე. მედია აწვდის საზოგადოებას ახალ ამბებს, ყურადღებას ამახვილებს პრობლემებზე და ხელს უწყობს აზრის ჩამოყალიბებას. ამის გაკეთება მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედია-გარემო არის თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი.

ყველგან, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა.

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მადლობას ვუხდით მედიის ყველა წარმომადგენელს მათი საქმიანობისთვის“,- - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

წყარო

პოსტი ნახა: 33


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე