დღეიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

დღეიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

17-01-2025 10:46
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 582

თბილისის მერიის ცნობით, დღეიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მერიის განცხადებით, ამის მიზეზი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე, საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაა.

ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთზე შეიზღუდება. პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე. მოძრაობა ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირისკენ მიმავალ საგზაო მონაკვეთში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე