📍დიდი ბრიტანეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
💬"მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს სულიერი წინამძღვარი იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მისმა შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე.
2011 წელს მისი შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფა ელისაბედ მეორესთან განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.
დღეს ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო" - სამძიმრის ტექსტი ვიდეომიმართვაში თავად ელჩმა ქართულ ენაზე წაიკითხა.
📍დიდი ბრიტანეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
1 საათის წინ
პოსტი ნახა: 25
წინა ახალი ამბავი
მიხეილ ყაველაშვილი - უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში ილია მეორის გარდაცვალებამ, ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში
შემდეგი ახალი ამბავი
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, როგორც ცნობილია, მღვდელმთავრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ.
მსგავსი სიახლეები
17-03-2026 09:28