გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები არიან. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მეგი ჯაიანი, სალომე გორგაძე და ანა მახარაძე. ისინი სოფელ სამებიდან იყვნენ.
“დიდი ტრაგედია დატრიალდა. სამი ულამაზესი გოგონა დავკარგეთ. ავტომობილით გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახნენ. სასწრაფოს ბრიგადას სამივე გოგონა დაღუპული დახვდა. მათთან ერთად ორი ბიჭი იყო, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი” – ჰყვებიან თვითმხილველები.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლი დაიწყო.