დონალდ ტრამპი - არსებობს კარგი შანსი, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიოთ.   აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს, თუმცა, უკრაინაში კორუფცია ხელშემწყობი არ არის.

16 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 223

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს, თუმცა, უკრაინაში კორუფცია ხელშემწყობი არ არის.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანების მკვლელობა თავიდან ავიცილოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ესაუბრა.

„ვესაუბრე მათ და კარგად მუშაობენ. უკრაინას რთული პრობლემები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

„რთულ პრობლემებთან“ დაკავშირებით განმარტებების გაკეთებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მიმდინარე კორუფციასთან დაკავშირებული სიტუაცია, ხელშემწყობი არ არის“.

„ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - დასძინა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე