ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმები ჯერ არ დაგვიწყია , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ დარტყმების დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის.
„მათ სერიოზულ დარტყმებს ვაყენებთ. ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ მსოფლიოში უძლიერესი არმია გვყავს და ამას ვიყენებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, ტრამპმა New York Post-ს განუცხადა, რომ ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს, „თუ ეს საჭირო იქნება“.