დონალდ ტრამპმა, ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამის შეჩერება ბრძანა

დონალდ ტრამპმა, ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამის შეჩერება ბრძანა

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 72

აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების მინისტრის, კრისტი ნოემის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამის შეჩერება ბრძანა, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

მისი განმარტებით, სწორედ ამ პროგრამამ მისცა აშშ-ში ჩასვლის საშუალება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლასა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში ეჭვმიტანილს.

როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსის პოლიციის უფროსის, ოსკარ პერესის თქმით, ეჭვმიტანილი, პორტუგალიის მოქალაქე კლაუდიო ნევეშ ვალენტე თავდაპირველად აშშ-ში სტუდენტური ვიზით 2000 წელს შევიდა, ხოლო 2017 წელს მუდმივი რეზიდენტი გახდა. ვალენტე ხუთშაბათს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს.

ნოემის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას უთხრა, „დაუყოვნებლივ“ მიემართა აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურისთვის, შეეჩერებინათ „კატასტროფული“ პროგრამა, რათა მისი საშუალებით მეტი ამერიკელი არ დაზარალდეს.

„ეს საზიზღარი ადამიანი არასდროს უნდა შემოეშვათ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ნოემმა ეჭვმიტანილის შესახებ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე