ელენე ხოშტარია - მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით - 28-ში ჩვენ ვანახებთ, რომ ეს წელი ეკუთვნის ხალხის ბრძოლას

ელენე ხოშტარია - მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით - 28-ში ჩვენ ვანახებთ, რომ ეს წელი ეკუთვნის ხალხის ბრძოლას

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 270

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს.

როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების” სახით“.

„დიდი ენერგიისა და ძალის მომცემი იყო გუშინ მოქალაქეების, აქტივისტების, პოლიტპატიმრების ოჯახების, პოლიტიკოსების, სხვადასხვა ასაკის მრავალფეროვანი ჯგუფის ერთიანი განცხადება პროტესტის 1 წლის თავზე, ახალი შემართებით ბრძოლაზე.

28-ში ჩვენ ვანახებთ, რომ ეს წელი ეკუთვნის ხალხის ბრძოლას, სინდისის პატიმრების თავდადებას, მოქალაქეების თავგანწირვას! პოლიტიკოსების გაუტეხლობას და მთლიანად მთელი საზოგადოების არჩევანს - არ დავთმოთ თავისუფლება!

მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების” სახით. ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში.

28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე“,-წერს ელენე ხოშტარია წერილში.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე