ელექტროენერგიაზე დღეისთვის არსებული ტარიფი შემდეგი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდება. როგორც  მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სემეკის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროცესის 3 თვით გადავადებას ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს.

ელექტროენერგიაზე დღეისთვის არსებული ტარიფი შემდეგი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდება. როგორც  მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სემეკის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროცესის 3 თვით გადავადებას ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს.

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 27

ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 3 თვით გადავადდა.

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სემეკის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროცესის 3 თვით გადავადებას ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს თხოვნა ამ პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები, ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა. ამაზე გავაკეთე განცხადება, რომ მცირედი კორექტირებები ხდებოდა ამ ნაწილში. ასე რომ ველოდებით იმას, რომ არც ელექტროენერგეტიკაში და არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე