📍 ელექტრონული რეცეპტით ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის - არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის - არაუმეტეს 30 დღის მარაგით.
💬„ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი.
ამავე წესით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს. კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა. რეგულაცია ასევე განსაზღვრავს წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია.
ცვლილებები უკავშირდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევებს, როდესაც ფსიქოტროპული მედიკამენტები რიგ შემთხვევებში ინიშნებოდა სათანადო დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის გარეშე, მათ შორის - გადაჭარბებული დოზებითა და შესაბამისი ნებართვის არმქონე ექიმების მიერ.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დარღვევებისთვის, პროფესიული განვითარების საბჭომ 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ რისკების შემცირების მიზნით აუცილებელი იყო კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და გამკაცრება.
მსგავსი დარღვევების პრევენცია რჩება ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად და ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისა და გაცემის პროცესზე ზედამხედველობა კიდევ უფრო გაძლიერდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
📍 ელექტრონული რეცეპტით ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა - სრულწლოვანი პაციენტისთვის - არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის - არაუმეტეს 30 დღის მარაგით.
2 საათის წინ
პოსტი ნახა: 23
წინა ახალი ამბავი
2025 წელს შობადობა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მინიმუმამდე შემცირდა. 2025 წელს საქართველოში სულ 37,867 ბავშვი დაიბადა, რაც 2024 წელთან შედარებით 1,616-ით ნაკლებია. ამასთან ეს რიცხვი ბოლო 32 წლის განმავლობაში მინიმალურია.
შემდეგი ახალი ამბავი
გარდაიცვალა ახალშობილი, რომელსაც დედამ მძიმე დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა "მედინა" ავრცელებს.