უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება.
ელისეს სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ლიდერები გაცვლიან მოსაზრებებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის პირობებზე, ჟენევაში გამართული დისკუსიების, ამერიკული გეგმისა და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების შესახებ“.
ისინი ასევე განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში.