ექიმის ინფორმაციით, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებულ ქალს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექიმის ინფორმაციით, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებულ ქალს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

06-01-2025 16:57
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 834

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისივე ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა სტაბილურია და კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

ოჯახის ნათესავის ინფორმაციით, ცხედრების გადმოსვენება არ მოხდება და დაკრძალვა ოკუპირებულ გალის რაიონში გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. როგორც  ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განaცხადა, სავარაუდოდ, ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს. ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან. დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება. რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ბილეთის ფასს, როგორც „თბილისის ზოოპარკში“ განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ბილეთის საფასური.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე