ექიმის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვთ

ექიმის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვთ

08-12-2024 00:37
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 833

თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს ორივე პაციენტს, - ამის შესახებ „ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორის, მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას, ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განაცხადა.

ექიმის განმარტებით, „ტვ პირველის" ჟურნალისტსა ოპერატორს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

„დღეს ჩვენთან აქციიდან შემოყვანილი იყო ათი პაციენტი, ათივე პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. ათი პაციენტიდან სამი გაეწერა ბინაზე, ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა, თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს ორივე პაციენტს. დანარჩენი კვლევები დასრულდება და ხვალ დილით ან მოგვიანებით მოგახსენებთ. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. დაზიანებები აქვთ ძირითადად თავის არეში, სახის არეში, მუხლის არეში. მიმდინარეობს გამოკვლევები", - განაცხადა ექიმმა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე