ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი დონალდ ტრამპის განცხადებაზე - სწორედ ასე იწყება კაცობრიობის უდიდესი კატასტროფა, არ შეიძლება „რუსული რულეტი“ ითამაშო მილიონობით ადამიანის ბედით

ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი დონალდ ტრამპის განცხადებაზე - სწორედ ასე იწყება კაცობრიობის უდიდესი კატასტროფა, არ შეიძლება „რუსული რულეტი“ ითამაშო მილიონობით ადამიანის ბედით

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 28

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, მისი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის „კატასტროფის“ წინააღმდეგია.

ამის შესახებ პედრო სანჩესმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შეწყვეტს კონფლიქტთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო.

„სწორედ ასე იწყება კაცობრიობის უდიდესი კატასტროფა. არ შეიძლება „რუსული რულეტი“ ითამაშო მილიონობით ადამიანის ბედით“, - განაცხადა პედრო სანჩესმა მოსახლეობისთვის სატელევიზიო მიმართვაში.

ცნობისთვის, აშშ-ისა და ესპანეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სანჩესმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის დაბომბვა დაგმო და მას გაუმართლებელი და უკანონო უწოდა.

„ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით. ეს არაფერია, არც გვჭირდება. ეს რომ გვსურდეს, მაშინ მათ გამოვიყენებდით. ვერავინ გვეტყვის, რომ ვერ გამოვიყენებთ. ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ. არ გვსურს, რომ ესპანეთთან რაიმე სახის საქმე გვქონდეს,“ - განაცხადა ტრამპმა.

ნიკოლ ფაშინიანი - დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით და ხელშეწყობით, ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ლარნაკას აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე ჩაკეტილია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters კვიპროსის ხელისუფლებაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. დღეს დილით კვიპროსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანთან ახლოს ცაში „შესაძლო საეჭვო ობიექტი“ გამოჩნდა. „უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ინციდენტის გამოსაძიებლად“, - განაცხადა ხელისუფლების წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე