ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს

03-05-2025 18:46
კატეგორიები: პოლიტიკა

ვროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისები სოხუმის მიმართულებით საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში - განცხადებას ამის თაობაზე ევროკავშირი ავრცელებს.

"ეს ქმედება, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში."- წერია განცხადებაში. 

პოსტი ნახა: 233


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე