ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი - გამოსავალს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის დასჯაში ვხედავ

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი - გამოსავალს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის დასჯაში ვხედავ

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 379

ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი ამბობს, რომ ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარს არ უჭერს. მისი თქმით, საუკეთესო გამოსავლია, რომ მხოლოდ ივანიშვილის მთავრობა დაისაჯოს და მხოლოდ მათ მიმართ დააწესოს ევროკავშირმა შემზღუდავი ზომები. 

"მე მხარს ნამდვილად არ დავუჭერდი უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ვუჭერ მხარს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას იმსახურებს. პერსხონალურად მე მირჩევნია, რომ ერთი შეხედულების მქონე ქვეყნებები,  უნგრეთის გამოკლებით, შეთანხმდნენ სიაზე და ეროვნულ დონეზე დააწესონ  ორმხრივი სანქციები. საბოლოო ჯამში ამას იგივე ეფექტი ექნება . ასე ვხედავ გამოსავალს -  არა ქართველი ხალხის დასჯაში, არამედ მთავრობის , რომელიც იქცევა ისე,  როგორც იქცევა", - განაცხადა გალერიმ. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე