ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ხვალ საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დღის წესრიგშია აღნიშნული.  საკითხზე მომხსენებელია ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე.  განმარტებით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 37

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ხვალ საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დღის წესრიგშია აღნიშნული.

საკითხზე მომხსენებელია ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე.

განმარტებით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.

„ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განმარტებით განცხადებაში.

ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, „რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე“.

„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში.

პროექტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები მნიშვნელოვანია. „ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლებია არიან საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევების და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები წარმოადგენს დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს; მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებს, მიბაძონ მათ“, - აღნიშნულია ანგარიშის პროექტში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს მიერ, 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც საქართველოში, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაფასებლად, ექსპერტთა მისიის გაგზავნის საშუალებას იძლევა.

„ევროპარლამენტი აღნიშნავს კომისიის წინადადებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგი; წუხს, რომ დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა შეუძლებელი გახდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო; აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება“, - აღნიშნულია პროექტში.

ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის მიერ სომხეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, ვიყოთ გულახდილები: რვა წლის წინ აქ არავინ მოვიდოდა. რვა წლის წინ ეს ქვეყანა რუსეთის ფაქტობრივ სატელიტად განიხილებოდა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.  მისი თქმით, ნოკოლ ფაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოაწყო და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთის საფრთხისგან გაეთავისუფლებინა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა უარყოფს, რომ ჰორმუზის სრუტეში მის ერთ-ერთ სამხედრო გემზე ორი რაკეტით დარტყმა განხორციელდა. „დარტყმა აშშ-ის საზღვაო ძალების არცერთი გემზე არ განხორციელებულა. აშშ-ის ძალები მხარს უჭერს „პროექტ თავისუფლებას“ და ახორციელებენ საზღვაო ბლოკადას ირანის პორტებზე“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. მანამდე, ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელი ჰორმუზის სრუტეში არ შეუშვეს. ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო გემზე თავდასხმა ორი რაკეტით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

24 წუთის წინ
1 საათის წინ

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

1 საათის წინ

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე