ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.  მათ ასევე შეუერთდნენ აქციის ის მონაწილეები, რომელთაც ევროკავშირის საელჩოდან აქცია გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით ფილარმონიასთან მივიდნენ.

3 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 201

აქციის მონაწილეები, რომლებიც ფილარმონიასთან იყვნენ შეკრებილი მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან.

მათ ასევე შეუერთდნენ აქციის ის მონაწილეები, რომელთაც ევროკავშირის საელჩოდან აქცია გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით ფილარმონიასთან მივიდნენ.

ასევე, აქციის მონაწილეებს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა განუმარტა, რომ ისინი საფეხმავლო გზაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამოძრაო ზოლში შეძლებდნენ მოძრაობას.

ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

მსვლელობას მიჰყვება საპოლიციო ძალაც.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე