ფინური მედია - ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გრაფიკის ცვლილების გამო თავად გააუქმა

ფინური მედია - ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გრაფიკის ცვლილების გამო თავად გააუქმა

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 126

ფინური გამოცემის helsingin sanomat ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრა არა საქართველოს, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო და ამის შესახებ ქართულ მხარეს გუშინ ღამით აცნობეს.

მათივე ცნობით, ვალტონენი უარყოფს საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ მან მონაწილეობა მიიღო რაიმე საარჩევნო ღონისძიებაში ან გაავრცელა რაიმე ცრუ ინფორმაცია.

„მე ვიყავი იმ დემონსტრაციების სანახავად, რომლებიც საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში იმართება. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ“, - ციტირებს ფინური მედია ელინა ვალტონენის განცხადებას.

ფინური მედია წერს, რომ ვალტონენი საქართველოდან დაგეგმილზე ადრე წავიდა, რათა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრები გაემართა. ეს შეხვედრები მას ვიზიტის დასაწყისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გეგმა გაუქმდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზაში ომის შესახებ სამშვიდობო კონფერენციას მასპინძლობდა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე