ფოთიდან ევროპისკენ ქართული წარმოშობის სპილენძის კონცენტრატის ექსპორტი განხორციელდა

ფოთიდან ევროპისკენ ქართული წარმოშობის სპილენძის კონცენტრატის ექსპორტი განხორციელდა

7 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 165

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წარმატებით დაამუშავა ქართული წარმოშობის სპილენძის კონცენტრატის პირველი პარტია, რაც მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს რეგიონულ სავაჭრო-ლოგისტიკურ ჯაჭვში“,- ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, 6, 500 ტონა უსაფრთხოდ შეფუთული სპილენძის კონცენტრატი ფოთის საზღვაო ნავსადგურში სარკინიგზო ხაზით იქნა შემოტანილი, დასაწყობდა და ევროპის მიმართულებით გაიგზავნა.

ამასთან, განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაზიდვა ფართო პარტნიორობის ნაწილია „ეიპიემ ტერმინალს ფოთსა“ და შიდა საკონტეინერო ტერმინალ KCB Alliance-ს შორის. აღნიშნული თანამშრომლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და მიზნად ისახავს გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს რეგულარულ გადაზიდვებსა და მჭიდრო კოორდინაციას.

როგორც „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი, იენ როლინსონი აღნიშნავს, ეს ერთჯერადი გადაზიდვა არ არის.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე