ბრიჯიტ ბარდო 1934 წელს პარიზში დაიბადა. მისი კინოდებიუტი 1952 წელს, 18 წლის ასაკში შედგა. ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრება შეიცვალა, როდესაც მან მთავარი როლი შეასრულა როჟე ვადიმის ფილმში „და ღმერთმა... შექმნა ქალი“, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამასთან, ბრიჯიტ ბარდომ წარმატებები მოიპოვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა : „უბედურების შემთხვევაში“, „პარიზელი ქალი“, „ბაბეტი მიდის ომში“, ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმით „სიმართლე“ და სხვა.
ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას მედია საშუალები ბრიჯიტ ბარდოს ფონდზე დაყრდნობით ავრცელებენ.
წინა ახალი ამბავი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დღეს თბილისის დროით 13:57 წუთზე ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 19 კმ-ში და სოფელი მამიშლარიდან 4 კმ-ში მოხდა 3.8(ML) მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
შემდეგი ახალი ამბავი
ეკა სეფაშვილი - სამომხმარებლო ფასების რეგულირების შესახებ მთავრობის ინიციატივის კრიტიკა არის მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ამ წამოწყებას, რომელიც ერთნაირად სასიკეთოა როგორც მთავრობის მომხრეებისთვის, ასევე მისი მოწინააღმდეგებისთვის