“გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”- ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

“გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”- ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

20-06-2025 16:53
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 1235

გო­ნი­ო­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მი­მა­ვალ­მა "ბმვ-ს" ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან მყოფ­მა მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და იქვე სახ­ლთან გა­ჩე­რე­ბულ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა. ეს უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც გავ­რცელ­და.

სამ­წუ­ხა­როდ შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ "ბმვ-ს" მარ­კის მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სამი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, ანა მა­ხა­რა­ძე, მეგი ჯა­ი­ა­ნი და სა­ლო­მე გორ­გა­ძე ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ, ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი მძღო­ლი და კი­დევ ერთი ბიჭი ავა­რი­ის დროს და­შავ­და.

ისი­ნი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მათ­გან ერთს მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, ხოლო მე­ო­რე ახალ­გაზ­რდას ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. ავა­რი­ის მი­ზე­ზად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე და­სა­ხელ­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­შიც ჩანს, რო­გო­რი სიჩ­ქა­რით მი­დის მან­ქა­ნა.

უკვე ცნო­ბი­ლია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ჭეს­თან მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, აჩი დე­ვა­ძე და­ა­კა­ვეს და მას პა­ტიმ­რო­ბაც შე­ე­ფარ­და. უწყე­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც უკვე გა­ავ­რცე­ლა:

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 14 ივ­ნისს, ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მე­ლიც ბა­თუ­მი­დან სარ­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ავ­ტო­მან­ქა­ნის უსაფრ­თხო მარ­თვა და გა­ჩე­რე­ბულ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სამი პირი გარ­და­იც­ვა­ლა. და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აჩი დე­ვა­ძე ბა­თუ­მე­ლია და ის ავა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნე­ბის მე­გო­ბა­რი იყო. მე­გობ­რის, 19 წლის ანა მა­ხა­რა­ძის მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან იჯდა იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს.

"ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დი­აა, სი­ტყვე­ბი არ მაქვს. მან­ქა­ნა ანის ეკუთ­ვნო­და. ანის სხვე­ბის­თვის მან­ქა­ნის თხო­ვე­ბა არ უყ­ვარ­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სხვას არას­დროს სვამ­და სა­ჭეს­თან. ამ გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და. შემ­თხვე­ვაც ბა­თუ­მი­დან სარ­ფის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მოხ­და. მე­გობ­რე­ბი ერ­თად სა­ყიდ­ლებ­ზე თურ­ქეთ­ში უნდა გა­და­სუ­ლიყ­ვნენ იმ კონ­კრე­ტულ დღეს.

ანის დედა სარფში მუ­შა­ობს და ანიც თით­ქმის ყო­ველ დღე გად­მო­დი­ო­და სარფში. ისიც ვიცი, რომ ქა­ლა­ქი­დან გას­ვლამ­დე ანი მარ­თავ­და მან­ქა­ნას. ვფიქ­რობ გზა­ში გა­ჩერ­დნენ რა­მის სა­ყიდ­ლად და მა­შინ მოხ­და სა­ჭეს­თან მძღო­ლის ცვლი­ლე­ბა. სა­ჭეს­თან ანას მე­გო­ბა­რი, აჩი დე­ვა­ძე იჯდა. არ ვიცი რა­ტომ დას­ვა ის სა­ჭეს­თან. თა­ვად ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა. სხვე­ბის­თვის მან­ქა­ნის თხო­ვე­ბა არ უყ­ვარ­და... დატ­რი­ალ­და ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია. შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო" - ამ­ბობს ამბები.ჯისთან სა­უ­ბარ­ში 19 წლის ანა მა­ხა­რა­ძის მე­გო­ბა­რი.

წყარო: ამბები.ჯი



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე