გაერო-ს უშიშროების საბჭო ირანსა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების განსახილველად საგანგებო სხდომას გამართავს, - ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო ავრცელებს.
„საფრანგეთის მოთხოვნით, პარიზის დროით 22:00 საათზე (თბილისის დროით კვირა, 1:00 საათი) გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება“, - წერს ჟან-ნოელ ბარო X-ზე.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვდა.