გაეროში ირანის ელჩი - დონალდ ტრამპმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა. „ეს უგუნური განცხადება აშკარად ხელს უწყობს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, აქეზებს და იწვევს ძალადობას და საფრთხეს უქმნის ირანის ისლამური რესპუბლიკის  ეროვნულ უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ირავანის წერილში.

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 18

გაეროში ირანის ელჩი ამირ საეიდ ირავანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ამირ საეიდ ირავანიმ გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს და უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს აბუკარ დაჰირ ოსმანს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ მოუწოდებს, დაგმონ შეერთებული შტატები და ისრაელი „ძალადობის წაქეზებისა და ირანის შიდა საქმეებში ჩარევის გამო“.

„ეს უგუნური განცხადება აშკარად ხელს უწყობს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, აქეზებს და იწვევს ძალადობას და საფრთხეს უქმნის ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ირავანის წერილში.

ირანის ელჩი გაეროს წევრ სახელმწიფოებსა და უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, დაგმონ „შეერთებული შტატების მხრიდან ძალადობისკენ წაქეზების, ძალის გამოყენების მუქარისა და ირანის შიდა საქმეებში ჩარევის ყველა ფორმა“ და ასევე მოუწოდონ აშშ-სა და ისრაელს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ დესტაბილიზაციის გამომწვევი პოლიტიკა და პრაქტიკა“.

ირავინის თქმით, აშშ-სა და ისრაელს „ეკისრებათ პირდაპირი და უდავო იურიდიული პასუხისმგებლობა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სიცოცხლის დაკარგვაზე“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი - აიღეთ თქვენი ინსტიტუტები! დახმარება გზაშია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 45 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.  ინფორმაციას უკრაინული მედია კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე ოლექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ი. დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე