გამომძიებელი - ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი საუბრობდნენ, როგორ დაეზიანებინათ კალაძის და მისი ოჯახის წევრების ქონება - კერძოდ, „შპრიცით“ მიესხათ ბენზინი და ცეცხლი წაეკიდებინათ, ასევე მოეხდინათ დივერსია - დახვედროდათ 200 კაცი და დაეხოცათ ადამიანები

გამომძიებელი - ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი საუბრობდნენ, როგორ დაეზიანებინათ კალაძის და მისი ოჯახის წევრების ქონება - კერძოდ, „შპრიცით“ მიესხათ ბენზინი და ცეცხლი წაეკიდებინათ, ასევე მოეხდინათ დივერსია - დახვედროდათ 200 კაცი და დაეხოცათ ადამიანები

10 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 494

ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აქციის დროს საუბრობდნენ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე, კონკრეტულად, თანამდებობის პირის, კალაძის და მისი ოჯახის წევრების ქონება როგორ დაეზიანებინათ, - ამის შესახებ გამომძიებელმა ლევან ბასილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.

ბასილაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 9 პირის საქმეზე აძლევს ჩვენებას.

როგორც მან აღნიშნა, ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე გამოქვეყნებული იყო ვიდეომასალა, რომელიც მან დაათვალიერა, შემდეგ კი, ის ექსპერტიზისთვის გადაგზავნა.

„ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აქციის დროს საუბრობდნენ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე, კონკრეტულად, თანამდებობის პირის, კალაძის და მისი ოჯახის წევრების ქონება როგორ დაეზიანებინათ. კერძოდ, „შპრიცით“ მიესხათ ბენზინი და ცეცხლი წაეკიდებინათ, ანუ სიგარეტის ე.წ. ბიჩოკი მიედოთ და ისე წაეკიდებინათ ცეცხლი, ასევე მოეხდინათ დივერსია.... დახვედროდათ დაახლოებით 200 კაცი და დაეხოცათ ადამიანები, მოესწროთ ეს ახალ წლამდე“, - განაცხადა ლევან აბესაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ასევე დანიშნული იქნა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რითაც დადასტურდა, რომ წარმოდგენილ ვიდეოში ნამდვილად ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძილაშვილი იყვნენ.

მისი თქმით, ასევე დაათვალიერა კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი გორგაძის ვიდეოც.

„ჩანაწერში ჩანდა, როგორ ესროდა ქვებს პოლიციის თანამშრომლებს. დავათვალიერე „იუთუბ“ ვიდეო, სადაც ჩანდა, გორგაძე სხვა მოქალაქეებთან ერთად სპეცდანიშნულების რაზმს ტროტუარზე არსებულ ქვებს თუ როგორ ესროდა“, - განაცხადა გამომძიებელმა.

მისი ჩვენების მიხედვით, მან სოციალურ ქსელში გვერდი „დაფიონი“ და ზვიად ცეცხლაძის ვიდეო დაათვალიერა. გამომძიებლის თქმით, მოქალაქეები წერდნენ, რომ პოლიციისთვის დაეშინათ კვერცხები, დრონებით დაესხათ ზეთი და მოეწყოთ „მაიდანი“, დაეზიანებინათ წყლის ჭავლის მანქანები.

ეს ვიდეო მხარეებს შორის კამათის საფუძველი გახდა. როგორც დაცვის მხარე აცხადებდა, ვიდეომასალის წარდგენა დედნიდან უნდა მომხდარიყო, რადგან პროკურატურის მასალაში ვიდეოს ხმა აქვს, დაცვის მხარის ვიდეოში კი არა.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე