ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
უწყების ცნობითვე, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ე.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 1994 წელს დაბადებულ ჯ.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.