გარდაიცვალა პროფესორი რევაზ მახვილაძე

გარდაიცვალა პროფესორი რევაზ მახვილაძე

3 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 187

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამშენებლო ფაკულტეტის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ინჟინრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, პროფესორ რევაზ მახვილაძის გარდაცვალების გამო.

ბატონ რევაზს ღირსეული ადგილი ეკავა საქართველოს საინჟინრო და სამეცნიერო წრეებში. მისი მოღვაწეობა მოიცავდა 150-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომს, ორ საავტორო მოწმობასა და რვა სახელმძღვანელოს, რომელთაგან ბევრი დღემდე აქტიურად გამოიყენება როგორც საგანმანათლებლო, ისე პრაქტიკულ-საინჟინრო საქმიანობაში.

რევაზ მახვილაძე იყო მაგალითი პროფესიული კეთილსინდისიერებისა და მაღალი აკადემიური კულტურისა. ათწლეულების განმავლობაში მან აღზარდა ინჟინერთა არაერთი თაობა, რომელთა უმეტესობა წარმატებით მოღვაწეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვუსამძიმრებთ ბატონი რევაზის ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს, მის მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

ვინც ცხოვრებას რწმენით, პასუხისმგებლობითა და მომავლის იმედით ემსახურება, ის მუდამ იცოცხლებს ჩვენს მეხსიერებაში - ასეთი იყო ბატონი რევაზი. უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე