გარდაიცვალა ცნობილი ექიმი შადიმან სახვაძე

გარდაიცვალა ცნობილი ექიმი შადიმან სახვაძე

03-08-2025 17:11
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1584

გარდაიცვალა ცნობილი ექიმი შადიმან სახვაძე. შადიმან სახვაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი იყო.
ამასთან, იყო AOAA_ ასოციაციის, ევროპის ტრავმისა და ემერჯენს ქირურგიის ასოციაციის და საქართველოს ტრავმატოლოგ - ორთოპედთა ასოციაციის წევრი.

ღვაწმოსილი ექიმის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში შადიმან სახვაძის შვილმა დაწერა.

"გუშინ ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი და უსევდიანესი დღე იყო,  ჩემი მამიკო, რომელიც ჩემთვის ყველაფრის ეტალონი იყო აღარ მყავს. ძალიან ძნელია, როცა მშობელს კარგავ, მაგრამ უფრო ძნელი როცა ამავდროულად საუკეთესო მეგობარსაც  
ისიც ყველამ კარგად ვიცით თუ რა ღვაწლი ჰქონდა მას ქართული მედიცინის წინაშე არა მხოლოდ როგორც გენიალურ ექიმს, არამედ როგორც ძალიან მაგარ ლექტორსა და მასწავლებელს, რომელმაც უკვე რამდენიმე თაობას გადასცა დაუნანებლად თავის ცოდნა ყველას დიდი მადლობა, ვინც ასეთ რთულ დროს გვერდში დაგვიდექით, გვამხნევებდით და გვგულშემატკივრობდით.  სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო გვერგო მის გადასარჩენად და ალბათ ასეთია ღვთის ნება. თუმცა მაინც მამხნევებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ ,- დაწერა სოციალურ ქსელში ქეთუსია სახვაძემ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე