ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილ ქალს ჭრილობა გულ–მკერდის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე უცნობია, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
მეზობლების განმარტებით, მამაკაცმა სავარაუდოდ ჯერ ქალს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა როგორც მეზობლები ამბობენ, მკვლელობის შესახებ დღეს გაიგეს; " კარი ღია იყო, შევიდნენ და გარდაცვლილები ნახეს".
შინაგან საქმეთა სამინისტრო მმხდარს სსკ–ის 109–ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მეზობლების თქმთ, გარდაცვლილი მამაკაცი ასპინძიდან არის, ქალი კი ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი სოფლიდან. ისინი, როგორც მეზობლები 'სამხრეთის კარიბჭესთან' ამბობენ, ახალციხეში ქირით ცხოვრობდნენ.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე