გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

14 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 360

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია სეტყვაც და ელჭექის დროს ქარის გაძლიერებაც.

„1-ელ და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე