GCCA-მა „ფრესკო“ შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობისთვის დააჯარიმა. მათი ცნობით, პროდუქტის აწონის მომენტში მომხმარებელს პროდუქტის სხვა ფასი განუსაზღვრეს, ხოლო სალაროსთან, უფრო მაღალი ღირებულება გადაიხადა.

GCCA-მა „ფრესკო“ შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობისთვის დააჯარიმა. მათი ცნობით, პროდუქტის აწონის მომენტში მომხმარებელს პროდუქტის სხვა ფასი განუსაზღვრეს, ხოლო სალაროსთან, უფრო მაღალი ღირებულება გადაიხადა.

3 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 109

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფრესკო ვესტ ჯორჯიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროდუქტის აწონის მომენტში მომხმარებელს პროდუქტის სხვა ფასი განუსაზღვრეს, ხოლო სალაროსთან ანგარიშსწორების დროს, უფრო მაღალი ღირებულება გადაიხადა, იმ მიზეზით, რომ ფასდაკლების პერიოდი უკვე დასრულებული იყო.

„სააგენტოს განმარტებით, მოვაჭრის მიერ სალაროსთან ანგარიშსწორების დროს ფასის შეცვლა შეფასდა, როგორც შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რომელიც არღვევს სამომხმარებლო სამართლის ფუნდამენტურ - ინფორმირებული თანხმობის, გონივრული მოლოდინის და კეთილსინდისიერების პრინციპებს.

ამასთან, რაოდენობრივად ბევრი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ ახერხებს თითოეული საქონლის ფასდაკლების ვადის დამოუკიდებლად გადამოწმებას. ასეთი ვითარება კი მნიშვნელოვნად ზრდის რისკს, რომ მომხმარებელმა ვერ შენიშნოს ფასდაკლების დასრულება და ვერ გააცნობიეროს, რომ კალათში მოთავსებული საქონლის ფასი აღარ შეესაბამება დახლზე მითითებულ ღირებულებას.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, აღადგინოს მომხმარებელთა უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე