გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

24-03-2025 20:11
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1264

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 მარტს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ქსანი, მუხრანი, აღაიანი. 13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს სოფელ საგურამოში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს..

მათივე ცნობით, 11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, პეტრიანი, ციხევდავი, ზემო შუახევი, ბუჩუნტლიანი, ციხისუბანი, ქისიაანი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 16:00 საათამდე დენი გაეთიშება მომხმარებლების ნაწილს დაბა სტეფანწმინდაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.



მსგავსი სიახლეები

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. როგორც  ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განaცხადა, სავარაუდოდ, ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს. ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან. დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება. რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ბილეთის ფასს, როგორც „თბილისის ზოოპარკში“ განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ბილეთის საფასური.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე