გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

13-03-2025 18:47
კატეგორიები: საზოგადოება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს 11:00-იდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, პეტრე იბერიელის, შრომის, გორგასლის, კოსმონავტების და მიმდებარე ქუჩებზე; 11:30-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჯებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, ძებნიაურები და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, მამკოდაში, მშრალხევში, ვეჯინში და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წიწამური, საგურამო და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მენესო, დგნალი, ჭივილაანები, ლაკათხევი, ნადიბაანი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 769


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე