გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

20 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 273

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელი აგვისტოს 05:00-დან 08:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში გლდანი, მამკოდა, ლელუბანი, მშრალხევი, ავჭალის მასივში; 11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, ბერტა ფონ ზუტნერის, კრისტიან სტივენის, ბარონ დე ბაის, იან ჰომერის, არქანჯელო ლამბერტის, ხოლო 12:00-დან 18:30 საათამდე - სოფლებში თხინვალა, ქვემო და ზემო ლისი, ფშატების მიწაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.

09:00-დან 16:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, გუდრუხი, ხილიანა, კუჭეჭა, ბზიკურთკარი, ქვემო შარახევი, ზარიძეები და მიმდებარე სოფლებში. 09:00-დან 11:00 საათამდე და 16:00-დან 16:10 საათამდე - სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, ჩარგალი, კორშა, ქალილო, შუაფხო, დათვისი, ჩირდილი, უძილაურთა და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფელ მენესოში. 17:50-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ფასანაური, ჭართალი, მენესო, წინა მხარი, წითლიანი, გამსი, ხევშა, ჭივილაანები, წიფორი და მიმდებარე სოფლებს.

10:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ქანდა, მუხრანი, ქსანი, ჩარდახი, წეროვანი, ძველი ქანდა, ქსოვრისი, პატარა ქანდა, ვარდისუბანი, აღაიანი. 11:00-დან 12:00 საათამდე - სოფლებში ხიდისყური, ქსანი, აღაიანი, საქადაგიანო, ნიჩბისი. 12:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს საგურამოში. 12:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ქსოვრისში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე