გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მაისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში, მამკოდაში, მუხათგვერდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში მუხრან მაჭავარიანის, კვირაცხოველის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 16:40 საათამდე აბონენტებს ნატახტარში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წითელსოფელი, ნავაზი, ჭოპორტი, მისაქციელი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, თრანი, წყაროთუბანი, ხევსურთსოფელი და მიდებარე სოფლებში.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.