ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს 01:00-იდან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში, თიანეთის გზატკეცილზე, ხოჭის ტბასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 15:50-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანსა და ავჭალის მასივში; 22 სექტემბერს 11:00-იდან 13:05 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თხინვალა, ლისი, ლელუბანი, ფშატეების მიწა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.