გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

5 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 135

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში: როსტევანის, ცინცაძის, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში: თავისუფლების, კასკადის, ჭიჭინაძის, წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბიჩნიგაურები, ჟინვალი, უნდილაანთკარი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე