გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 106

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს.ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვიტილება, ელჩი ფიშერი შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის გაიწვიოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე