ეს ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირებია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ინდოეთში ვიზიტისას განაცხადა.
„თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. მჯერა, რომ ახლა რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ“, - განაცხადა მერცმა.
მერცმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დასრულდება.
„ნებისმიერ შემთხვევაში, რეჟიმს არჩევნების გზით ლეგიტიმაცია აღარ აქვს. მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.