გიგა ლემონჯავა - „კოალიციამ ცვლილებისთვის“ მიმართა 9 საერთაშორისო ინსტანციას - ჩვენი მოთხოვნაა, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება ადამიანის სისტემურ წამებაზე და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით

გიგა ლემონჯავა - „კოალიციამ ცვლილებისთვის“ მიმართა 9 საერთაშორისო ინსტანციას - ჩვენი მოთხოვნაა, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება ადამიანის სისტემურ წამებაზე და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 23

ჩვენი ამოცანა და პასუხისმგებლობაა, რომ არცერთი საერთაშორისო ხვრელი არ დავტოვოთ ივანიშვილისთვის გასაძრომად, ასევე, გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რათა ივანიშვილმა და ყველა ბრალეულმა პირმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ პასუხი აგოს მაღალპროფესიული, დამოუკიდებელი, საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე - ეს არის პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობა და ჩვენ მას ვახორციელებთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ კოალიციის დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციამ ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე დოკუმენტაცია გაეროს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს 9 ინსტიტუციაში გადააგზავნა.

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ მიმართა 9 საერთაშორისო ინსტანციას, რათა საქართველოში ადამიანების სისტემურ წამებასთან და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით დაიწყოს საგამოძიებო პროცედურები. ყველა ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით გამოძიება არ არსებობს. სუს-მა თქვა, რომ 4 დღეში დასრულდა გამოძიება. დედამიწაზე არ არსებობს ყველაზე უფრო ძლიერი საგამოძიებო სისტემაც კი, რომელიც 4 დღეში გამოიძიებდა ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის საერთაშორისო გამოძიება.

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ მოამზადა შესაბამისი დოკუმენტაცია და გააგზავნა 9 საერთაშორისო ინსტანციაში. აქედან, 5 არის გაეროს სპეციალური მომხსენებელი, თემატური მომხსენებლები, მათ შორს, „წამების, სხვა სასტიკი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ“ სპეციალური მომხსენებელი. ასევე, სპეციალური მომხსენებელი „მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანებების შესახებ“. ასევე, „სპეციალური მომხსენებელი მოსამართლეთა და ადვოკატთა მდგომარეობის შესახებ“. იმიტომ, რომ სასამართლო სისტემა არის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, რომლითაც ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობს. ასევე, გაეროს სპეციალური მომხსენებელი „სასამართლოს გარეშე, თვითნებური და უკანონო დასჯის შესახებ“. და ბოლოს, გაეროს სპეციალური მომხსენებელი „სამუშაო ჯგუფი უკანონო დაკავებების შესახებ“.

გარდა გაეროს მიმართულებისა, ჩვენ ვმუშაობთ და უკვე მიმართულია როგორც ევროკავშირის, ისე ევროსაბჭოს და ეუთოს შესაბამისი მექანიზმებისთვის. ევროკავშირს აქვს ადამიანის უფლებების სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, რომელსაც „კოალიციამ ცვლილებისთვის“ მიმართა შესაბამისი წარდგინებით. ასევე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს საქართველოზე.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეუთოს სპეციალური საგამოძიებო მექანიზმი, რომლის მანდატიც გულისხმობს, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შემთხვევაში, 10 ქვეყნის ინიციატივის საფუძველზე, ეუთოს აქვს სპეციალური საგამოძიებო მექანიზმი და ჩვენ ეუთოსაც მივმართეთ, როგორც ადამიანების სისტემური წამების, ასევე, ქიმიური იარაღის შესაძლო ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით.

თითოეულის მიმართვა გულისხმობს, როგორც ბრალდებათა შეჯამებას, ასევე, ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერას, თითოეული მიმართულების იურიდიულ დასაბუთებას. ასევე, დარღვევების სისტემურ ხასიათს და გამოუსწორებელი ზიანის რისკს, რომელიც თითოეული ჩვენგანის წინაშე არსებობდა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების, რაც შეიძლება სწრაფი რეაგირება საკითხთან დაკავშირებით.

თითოეული ინსტანციისთვის მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება ადამიანის სისტემურ წამებაზე და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.

ასევე, ამ 9 საერთაშორისო ინსტანციის მანდატი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ 9 ორგანიზაციით. მათი მანდატი გულისხმობს სხვა ბევრი საერთაშორისო ინსტანციისთვის მიმართვის, ერთი მხრივ უფლებამოსილებას და რიგ შემთხვევაში, ვალდებულებას. ასეა გაეროს სპეციალური მომხსენებლის შემთხვევაშიც, რომელთაც აქვს უფლება, მიმართონ „გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს“, „გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს“. მათთვის მიმართვა ირიბად გულისხმობს სხვა ორგანიზაციებისთვის მიმართვასაც. ანალოგიურად, ევროკავშირის და ევროსაბჭოს შემთხვევაშიც.

ჩვენი ამოცანა და პასუხისმგებლობაა, რომ არცერთი საერთაშორისო ხვრელი არ დავტოვოთ ივანიშვილისთვის გასაძრომად. ყველა მექანიზმი იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ ივანიშვილმა და ყველა ბრალეულმა პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ადამიანის სისტემურ წამებაში ამ ქვეყანაში, მეორე მხრივ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაში, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აგოს პასუხი მაღალპროფესიული, დამოუკიდებელი, საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე. ეს არის პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობა და ჩვენ მას ვპასუხობთ და ვახორციელებთ“,- განაცხადა ლემონჯავამ.


„ოცნების“ ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ, არადემოკრატიულმა და არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც შესაძლოა ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.
წინა ახალი ამბავი
„ოცნების“ ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ, არადემოკრატიულმა და არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც შესაძლოა ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.
შემდეგი ახალი ამბავი
ზურაბ ჯაფარიძე - ჩემი მიზანია, შეიქმნას ერთიანი დიდი ფრონტი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ფრონტი, როცა ერთად დავდგებით და თქვენ დაგენახვებით - მნიშვნელოვანია შეთანხმება კონკრეტულ სტრატეგიაზე, ეს არის ის, რაც საერთო ბრძოლას აკლია
ზურაბ ჯაფარიძე - ჩემი მიზანია, შეიქმნას ერთიანი დიდი ფრონტი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ფრონტი, როცა ერთად დავდგებით და თქვენ დაგენახვებით - მნიშვნელოვანია შეთანხმება კონკრეტულ სტრატეგიაზე, ეს არის ის, რაც საერთო ბრძოლას აკლია

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე